X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9354 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0018-ით გამყარდა.

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2487 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2583 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0096-ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5602 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.5589 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0013-ით გაუფასურდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5086 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5138 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0052-ით გამყარდა.
    132 ნახვა
    Загрузка...
    22-08-2019, 09:30
    Загрузка...