თეგებით ძიება
23. 08. 2019 News-ები

5 მიზეზი, რატომ უნდა დაიძინოთ სრულიად შიშველმა - სასარგებლო და აუცილებელი რჩევა

არსებობს მოსაზრება, რომ ის ვინც ტანსაცმლით იძინებს, სიზმრებს ვერ ხედავს. ამ მოსაზრების მიმდევრები ფიქრობენ, რომ შიშველი ძილით სხეულის ყველა უჯრედის შეგრძნობის შესაძლებლობა ეძლევათ. ფსიქოლოგები კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რატომ არის აბსოლუტურად შიშველი ძილი სასარგებლო.

1. სტრესისგან გათავისუფლება - როდესაც გვძინავს, ჩვენი სხეული გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სტრესის დონეს ამცირებს. ამიტომაც ვიღვიძებთ სავსე ენერგიით. სტრესის შესამცირებლად კი ორგანიზმს სრულად მოდუნებ სჭირდება. არსებობს მოსაზრება, რომ პიჟამო, სხეულს სრულიათ მოდუნების საშუალებას არ ძლევს, ის ხომ ბუნებრივი არ არის კანისთვის. შესაბამისად, ტანისამოსი სტრესს „აკავებს“ ორგანიზმში. ის ადამიანები კი, რომლებიც შიშვლები იძინებენ, სტრესისგან სრულად თავისუფლდებიან და მეორე დღეს უფრო მსუბუქად გრძნობებ თავს.

2. ჯანსაღი კანი - კანსაც სჭირდება სუფთა ჰაერი და „განიავება.“ შესაბამისად, რაც უფრო მეტად სუნთქავს კანი, მით უფრო ჯანმრთელია ის. როდესაც პიჟამა გაცვიათ, სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალია. მაღაი ტემპერატურით გამოწვეული ტენიანობა კი შესაძლობა ბაქტერიებისა და სოკოს გავრცელების მიზეზად იქცეს. კანის „განიავება“ კი აძლიერებს ნივთიერაბათა ცვლის პროცესს და წმენდს მას ტოქსინებისგან .

3. ძილის პრობლემა მოგეხსნებათ - როდესაც ვიძინებთ, ჩვენი სხეულის ტემპერატურა ცოტათი მცირდება. ეს აუცილებელია სხულისთვის, რაც კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს. პიჟამას ჩაცმა კი სხეულის ბუნებრივ ტემპერატურამდე ვარდნის პროცესს უშლის ხელს, რაც ძილის დარღვევას იწვევს. როდესაც შიშველი იძინებთ, სხეული მარტივად აღწევს საჭირო ტემპერატურას და თქვენც მშვიდად გძინავთ.

4. უფრო მეტი სექსი - შიშველი ძილი ყოველთვის უფრო სექსუალურია. როდესაც შიშველი იღვიძებთ, თქვენ ავტომატურად გადაერთვებით სექსუალურ განწყობაზე. ანალოგიურ განწყობაზე იქნება თქვენი პარტნიორიც.

5. შეინარჩუნებთ წონას - დიახ, არ გეჩვენებათ. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ძილის დროს ორგანიზმში კლებულობს სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი, დღისით კი ისევ მატულობს. როცა სხეულის ტემპერატურა მაღალია და არაკომფორტულად გვძინავს, ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ კოტრიზოლს გამოიმუშავებს, რომელიც მადის კატალიზატოროა. შესაბამისად, თუკი არაკომფორტული ღამის პერანგი გვაქვს და კარგად ვერ გამოვიძინებთ, მუდმივი შიმშილის გრძნობა გვაწუხებს, შესაბამისად ბევრს ვჭამთ. შიშველი ძილის შემთხვევაში კი, ძილისთვის ნაკლები ბარიერი გვაქვს, შესაბამისად სტრესის ჰორმონებსაც უფრო მარტივად უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი და ჭამაც ხშირად არ გვინდება.

და რაც ყველაზე მთავრია, ღამის პერანგების ყიდვა აღარ მოგიწევთ, შესაბამისად ფულიც დაგეზოგებათ.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა