თეგებით ძიება
23. 08. 2019 სპორტი

ალისონი ლივერპულს მალე დაუბრუნდება

„მან უკვე დაიწყო ვარჯიში, თუმცა ფეხის დატვირთვას ვერიდებით - დაახლოებით ორ კვირაში პირველ სრულფასოვან ვარჯიშს ჩაატარებს, კლუბს კი, დიდი იმედი მაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება“, - ეს სიტყვები ლივერპულის მეკარეთა მწვრთნელ ჯონ ახტერბერგს ეკუთვნის, ტრავმირებული ფეხბურთელი კი, გეცოდინებათ, მეკარე ალისონია.

ლივერპულის ძვირადღირებული კარის დარაჯი პრემიერლიგის საწყის ტურში, ნორვიჩთან 4:1 მოგებულ მატჩში დაშავდა. ექიმების დასკვნით, ბრაზილიელმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში წვივის კუნთი დაიჭიმა და ამიტომ ითხოვა შეცვლა.

36 წლის მეკარე ერთი წლის წინ გადაბარგდა ლივერპულში. 2017-18 წლების სეზონი მან სერია ა-ში, რომაში გაატარა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზი მოიგო, ლივერპულთან ერთად კი სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა და პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანსაც დაეუფლა.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ალისონმა წლევანდელი კოპა ამერიკა მოიგო და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, გარდა იმისა, რომ ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა