თეგებით ძიება
23. 08. 2019 სპორტი

ზიდანმა ახსნა, თუ რატომ ელოდება 2 სექტემბერს მოუთმენლად

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ვალიადოლიდთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ შესაძლო ტრანსფერებზე საუბრით გადაიღალა.


"შესაძლოა, 2 სექტემბრამდე ყველაფერი მოხდეს. მოთამაშეები მიდიან და მოდიან. ასეთი რამ ყველა გუნდში ხდება. აი, სწორედ ამიტომ ველოდები 2 სექტემბერს - მინდა, რომ ამ ყველაფრის შესახებ საუბარი შეწყდეს", - ციტირებს ზიდანს Marca.


ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას მადრიდის რეალი 24 აგვისტოს, ვალიადოლიდთან საკუთარ სტადიონზე გამართავს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა