თეგებით ძიება
26. 08. 2019 სპორტი

კლოპმა დაადასტურა - "მაშინ კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსი განზრახ ჩავიცვი"

ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსენა, რომლითაც გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალის წინ თავის ფეხბურთელებს მიმართა.

ვეინალდუმის თქმით „წითლების“ თავკაცი გუნდთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს ფირმის საცვალს ატარებდა. კლოპმა ყველაფერი დაადასტურა და Bild-ის დაჯილდოებაზე განაცხადა: „ეს ყველაფერი სიმართლეა. რამდენიმე წლის წინ, როცა საცვლებს ვყიდულობდი, კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსებიც შევიძინე“.

„ისინი ახლაც მაქვს, უბრალოდ ფინალის შემდეგ არ ჩამიცვამს“.

„რაც შეეხება ფინალს, მაშინ კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსი განზრახ ჩავიცვი და ფეხბურთელებთან საუბრისას მკერდამდე ავიწიე. ძალიან სახალისო იყო. ბევრი ვიცინეთ“.

შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბმა“ კლოპის შეგირდები 3-1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა