თეგებით ძიება
26. 08. 2019 სპორტი

"მამა, შენ აქ ცხოვრობდი?" – რა რეაქცია ჰქონდა რონალდუს შვილს, მამამისის სახლის დანახვაზე?

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა თავისი შვილის ემოციები, როდესაც ბავშვს ანახა, როგორ სახლში ცხოვრობდა ლისაბონში პატარაობაში.

"შვილთან ერთად იმ სახლში შევედი, რომელშიც ბავშვობაში ლისაბონში ვცხოვრობდი და მან მკითხა: "მამა, შენ აქ ცხოვრობდი?" საინტერესო იყო მისთვის იმ ადგილის ნახვა, სადაც გავიზარდე. მან უკვე კარგად იცის ადგილები მადეირაში და ყოველთვის მიხარია ამ ქალაქში იმ ხალხის ნახვა, ვინც ბავშვობას მახსენებს," – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.


პორტუგალიელი კუნძულ მადეირაზე დაიბადა, ლისაბონში საცხოვრებლად კი 1997 წელს გადავიდა, რადგან "სპორტინგის" საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა