თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

მაფიოზური მმართველობა და საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში - კალაძემ ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე ჟურნალისტები ივანიშვილთან გადაამისამართა

მაფიოზური მმართველობა და საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში - მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარს, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა და მას საქმე გაურჩიეს, "ქართულ ოცნებაში" გაურბიან.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს თემით დაინტერესებული ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა:
"არ ვიცი... ვერ გეტყვით, ფაქტები, ფაქტები. ჰკითხეთ ბატონ ბიძინას. მორჩით..." - განაცხადა კალაძემ.
ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქმის გარჩევის შედეგად, მან ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის თავმჯდომარის პოზიციასაც კი არ იკავებდა.









წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა