თეგებით ძიება
17. 09. 2019 News-ები

"შევხვდი, მას ვინც 4 ტყვია მესროლა, მადლობა ვუთხარი, ჩემი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისთვის"

კანზასელ უესლი ჰამილტონს 24 წლის ასაკში 4 ტყვია ესროლეს, რის გამოც 2 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა.

მიუხედავად ამისა უესლი აცხადებს, რომ ეს საუკეთესო მომენტი იყო მის ცხოვრებაში.

მეტიც, მისი სიტყვებით, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის თავდამსხმელს შეხვდა, არამარტო მიუტევა მას, არამედ მადლობაც გადაუხადა, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის.

საქმე იმაშია, რომ ამ ინციდენტამდე, ღარიბ ოჯახში გაზრდილი ჰამილტონი ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო, ცუდ წრეში ტრიალებდა და დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან მას მოკლავდნენ.
უესლი დაჭრის ფაქტს ასე იხსენებს:

"სტუმრად მივედი ჩემს მეგობარ ქალთან, მასთან ვიღაც მამაკაცი იყო. ვიჩხუბეთ, ასე ნახევარი საათი გაგრძელდა. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და წამოვედი. როდესაც ჩემს მანქანას მივუახლოვდი, ვიღაც კაცი მომიახლოვდა და 4 ტყვია მესროლა მუცლის არეში, ადრე არასდროს მინახავს".

მსროლელი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ უესლის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. მან მთლიანად გადაუსვა ხაზი წარსული ცხოვრების წესს, საავადმოფოდან გამოსვლის შემდეგ დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია - Disabled But Not Really, დაკავდა სპორტით, მონაწილეობას იღებს Netflix-ის გადაცემაში რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს უკეთესობისაკენ. სწორედ Netflix-მა უზრუნველყო მისი შეხვედრა მსროლელთან. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი საკუთარმა ბიძაშვილმა (რომელთანაც უესლის მეგობარი გოგონას თანდასწრებით ჩხუბი მოუვიდა) გამოიძახა და უთხრა, რომ ვესლი მას ემუქრებოდა. საუბრიის დასრულების შემდეგ უესლიმ მსროლელს აპატია და როგორც აღვნიშნეთ, მადლობაც გადაუხადა.

ახლა უესლი 31 წლისაა, შშპ სავარძელში ზის, თუმცა, შშპ პირებს შორის ჩემპიონის ტიტული აქვს ბოდიბილდინგში და კარგი რეზულტატები - კროსსფიტში.

მისი ცხოვრება სხვა მხრივაც შეიცვალა, თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს და მუდმივად იღიმის. ცხოვრების ხასიათის შეცვლამ გამოასწორა მისი ურთიერთობები შვილთან, რომელსაც თავის დროზე არც აღიარებდა.
"მის დედას მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მერე მითხრა, რომ ორსულად იყო მე არ მჯეროდა. როდესაც ,კურნალობას მოვრჩი დნმ-ის ანალიზი ჩავიტარეთ და ახლა ვიცხი, რომ მარტო საკუთარ თავზე არ ვარ პასუხისმგებელი და ბავშვი უნდა აღვზარდო, ეს ძალასაც მმატებს და ცხოვრებასაც მილამაზებს," - აცხადებს უესლი.












წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა