თეგებით ძიება
26. 09. 2019 News-ები

რა არის წითელი წერტილები, რომლებიც სხეულზე გამოგვდის ხოლმე - გამოცნობითაც კი გაგიჭირდებათ სინამდვილეში რას ნიშნავს ისინი

თუ თქვენს სხეულზე წითელ წერტილებს აღმოაჩენთ, არ იჩქაროთ ნერვიულობა. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ისეთი იყოს, რომელსაც მარტივად მოაგვარებთ.

ანგიომა - ეს პატარა კეთილთვისებიანის სიმსივნეა, რომელიც შედგება კაპილარების ერთობლიობისგან. ანგიომის გაჩენის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს.

1. ასაკი. ადამიანების უმრავლესობას ანგიომები 30 წლის ზევით უჩნდება. როგორც წესი, ამ ასაკში წარმონაქნმნი გამოიყურება, როგორც წითელი ფერის ოდნავ შესიებული ხალი და ისინი მკრედის მიდამოებშ, ხელებსა და მხრებზე ჩნდება. ასეთი ანგიომების გამომწვევი მიზეზი კანისა და სისხლძარღვების ასაკობრივი ცვლილებაა.

2. დარღვევები ორგანიზმში ან ცხოვრების არასწორი წესი. თუ ანგიომა გამოიყურება როგოც ლაქა, მაშინ ეს შესაძლოა მეტყველებდეს ღვიძლის პრობლემაზე, სისხლძარღვების მუშაობის ან ჰორმონალურ დარღვევაზე.

თუ შეამჩნევთ, რომ წითელი ფერის წარმონაქმნი გაიზარდა, შეიცვალა ფორმა ან სისხლდენა დაიწყო, მაშინ რეკომენდირებულია სწრაფად მიმართოთ ექიმს. სხვა შემთხვევაში ანგიომები პრობლემას არ წარმოადგენენ. თუმცა, ექიმთან კონსულტაციისას სასურველია მათი არსებობის შესახებ თქვათ.

იმისათვის, რომ მათი წარმოქმნა შეაჩეროთ, სასურველია ცხოვრების სწორი წესი და სწორი კვება.
დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და ნატურალური წვენები.
საკვებში გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი.













წყარო:itar.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა