თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

მარიამ კუბლაშვილი: ძალიან ცუდია, რომ თამთა თოდაძის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ დანიშნულა

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის ექსპერტიზის დასკვნა თამთა თოდაძის შესაძლო ალკოჰოლური თრობის შესახებ.

ამასთან, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზითაა ჩატარებული.

"თუ იშუამდგომლებენ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, ცხადია, ჩვენ გვექნება საწინააღმდეგო პოზიცია. წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, არაა დანიშნული ექსპერტიზა თამთა თოდაძის ალკოჰოლური თრობის ან არ თრობის შესახებ. ძალიან ცუდია, რომ ექსპერტიზა არ არის დანიშნული და კიდევ მრავალი ხარვეზია. აგრეთვე, ხარვეზია ჩხრეკის ნაწილში, ანუ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანია და ამ შუამდგომლობებს დავაყენებთ შემდგომ პროცესებზე",-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" იმყოფება, შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა.

სხდომა 12:30 საათზეა ჩანიშნული და ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს ჯიშკარიანისთვის პროკურატურა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.















წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა