თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

მწვრილი წელი და სწორი მუცელი გარანტირებულია! უბრალოდ მოამზადეთ ეს უგემრიელესი დაბალკალორიული კექსი!

მომზადებისას შეიძლება ვორიენტირდეთ გემოზე, სარგებლობაზე, ფასზე და სხვა კატეგორიაზე, მაგრამ იშვიათად გამოდის მოამზადო ისეთი რამ, რაც ამაღლებს განწყობას, დაეხმარება ჯანმრთელობას და მზადდება მარტივად. ჩვენ გვაქვს კექსის რეცეპტი, რომელიც ყოველმხრივ იდეალურია. არც თუ ისე ხშირია, მოამზადო ცომი კვერცხის გარეშე, კარაქის და რძის პროდუქტებისგან კი კიდევ უფრო იშვიათია. ამ კექსის ცომში არის მხოლოდ ყველაზე აუცილებელი. მისი გემო კი არაჩვეულებრივი გამოდის. თავად დარწმუნდით!

ინგერდიენტები:
წყალი-250 გ.
შაქარი-200 გ.
თაფლი-2 ს.კ.
მზესუმზირის ზეთი-125 გ.
ფქვილი-240 გ.
კაკაოს ფხვნილი-2 ს.კ.
დარიჩინი-1 ჩ.კ.
კაკალი-100 გ.
ქიშმიში-100 გ.
საცობი ფხვნილი-1 ჩ.კ.

მომზადება:
შეურიეთ ქვაბში წყალი, თაფლი, ზეთი და შემოდგით ნარევი დაბალ ცეცხლზე, სანამ შაქარი არ გადნება.
შეურიეთ თასში ფქვილი, კაკაო, საცხობი ფხვნილი დ დარიჩინი. შაქრის ნარევი ჩაუშვით თასში და კარგად მოურიეთ. როგორც კი მასა გახდება ერთგვაროვანი, დაუმატეთ თხილი, ქიშმიში და კვლავ მოურიეთ.

გადაიტანეთ ცომი საცხობ ფურცელზე და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით. ვენ უკვე იცით, რომ საბაზისო ინგრედიენტების გარეშეც შეიძლება გემრიელი კექსის მომზადება. ამ რეცეპტიდან მარტივია შაქრის გამორიცხვა და მისი თაფლით ჩანაცვლება.













წყარო: janmrteli.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა