თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

პეკინის გამზირზე ავტობუსი 12 წლის ბავშვს დაეჯახა

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა.

მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა