თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

გლდანში დაჭრილი 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა 15 წლის მოზარდი დაჭრა.

დაჭრილი მოზარდი ორი დღეა საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

„პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობით, დაზიანებული იყო კუჭი და პანკრეასი, ჩატარებულია ქირურგიული ოპერაცია, რის შემდგომაც პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით. სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო. ეს ქირურგებთან შეთანხმებით გადაწყდება. ჯერჯერობით, პაციენტის კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ძალიან ნაადრევია" - აღნიშნა ექიმმა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი აღნიშნულ პირს არ იცნობდა.

ჩვენთვის მოწმოდებული ინფორმაციით, ინცინდენტისას მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანილი. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა