თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ" - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ქვეყნის შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება, რაც ზეგავლენას იქონიებს და ცუდად აისახება ეროვნულ ვალუტაზე.

"ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უარესდება, ჩანაცვლებულია ისეთი ხარჯებითა და შემოსავლებით, რომელიც პირდაპირ იწვევს ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდას. როდესაც ბიუჯეტს შიდა ვალის აღებით ზრდი, ეს არის პირდაპირ ლარის კურსზე და ინფლაციაზე ზემოქმედების ფაქტორი. 400 მილიონით იზრდება სახელმწიფო შიდა ვალი. წინა მთავრობის დროს ასეთი ლოზუნგი იყო შემოვიჭიროთ ქამრები, ეს მთავარი ლოზუნგი იყო ლარის გაუფასურების შეჩერებისთვის. ახლა კი დაგავიწყდათ ეს სიტყვაც კი და ახლა ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ ძალიან დიდი ოდენობით. ეს არის სწორედ "ქამრების მოშვების" ბიუჯეტი" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა