თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

გასწავლით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ კბილის ქვასა და ყვითელ ნადებს სახლის პირობებში

ღიმილი არა მხოლოდ ჩვენი სავიზიტო ბარათი, არამედ საკმაოდ ძლიერი იარაღიცაა! მავნე ჩვევებისა და არასწორი ჰიგიენის შედეგად ჩვენი პირის ღრუ ზიანდება: ჩნდება უსიამოვნო ყვითელი ნადები კბილებზე, იწყება ქვების ფორმირება, ღრძილებისა და კბილის ემალის დაზიანების პროცესი, თავს იჩენს არასასიამოვნო სუნი და ა.შ.

სამწუხაროდ, მხოლოდ რეგულარულად კბილების გამოხეხვით პრობლემას ვერ გავექცევით… თუ სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე პირის ღრუს გაჯანსაღება გსურთ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ამ ეფექტურ საშუალებებს, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.

პირის ღრუს მოვლა სახლის პირობებში
1. საჭმელი სოდა

საჭმელი სოდისა და მარილის ნარევი – არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც ეფექტურად გვაშორებს ნადებს და ათეთრებს კბილის ემალს. უბრალოდ აიღეთ ჯაგრისი, დაასველეთ ის წყალში, ჩადეთ თანაბარი რაოდენობით სოდისა და მარილის ნარევში და შემდეგ შეუდექით კბილების ხეხვას. რამდენიმე წუთიანი პროცედურის შემდეგ კარგად გამოივლეთ წყალი პირის ღრუში. აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და ზომიერება! პროცედურა არ ჩაიტაროთ ზედმეტი სიხშირით, რათა თავიდან აირიდოთ ემალის დაზიანება.

2. ალოე ვერას გელი

1 ჩაის ჭიქა წყალში ჩაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა, 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი, 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, 4 ჩაის კოვზი მცენარეული გლიცერინი და კარგად გადაურიეთ. მზა ნარევი შეინახეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში. დღეში ერთხელ კარგად შეიზილეთ ეს მასა კბილებში და შემდეგ გამოივლეთ დიდი ოდენობით წყალი. ამ მარტივი პრეცედურის წყალობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ უსიამოვნო ნადებისა და კბილის ქვის შესახებ.

3. ფორთოხლის ქერქი

ეს ნამდვილად ყველაზე მარტივი, თანაც ძალიან ეფექტური გზაა კბილების გასაწმენდად და კბილის ქვის მოსაშორებლად. უბრალოდ კარგად დაიმუშავეთ კბილის ემალი ფორთოხლის ქერქით, შემდეგ მოითავსეთ ის პირის ღრუში, შეძლებისდაგვარად დაიფინეთ კბილებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

4. ციტრუსების დაფქული ცედრა

კიდევ ერთი გამოცდილი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი ციტრუსების დაფქული ცედრის გამოყენებაა. საუბარია ცედრის თეთრ შიდა გარსზე, რომელიც უნდა გამოაშროთ, დაფქვათ და ჩაამატოთ თქვენს კბილის პასტაში. ასე თქვენ შეძლებთ მავნე მიკროორგანიზმების განადგურებას პირის ღრუში და უსიამოვნო ყვითელი ნადების მოშორებას კბილებიდან.

თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა