თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

გლდანში 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
15 წლის გიორგი ფალელაშვილი რამდენიმე დღის წინ გლდანში უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ახლობლების თქმით, ბიჭი რესტორნიდან გამოსულმა უცნობმა მამაკაცმა დაჭრა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა