თეგებით ძიება
21. 10. 2019 News-ები

Fake საკვები, ანუ 6 პროდუქტი, რომელიც "ჩუმად“ გვასუქებს

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკვები ჯანსაღად გამოიყურება, ისინი იმაზე მეტად კალორიულები არიან, ვიდრე სასურველია ჩვენი ფიგურისთვის.

არსებობს გარკვეული სახის საკვები, რომელსაც ფართოდ ვიყენებთ დიეტების დროს. ყველა ვცდილობთ რაციონში ისეთი პროდუქტები ჩავრთოთ, რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ ინგრედიენტების ნუსხა, რომლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომედებული.

-საკვები პროდუქტები ნაკლები ცხიმის და შაქრის შემცველობით. გაფრთხილდით, რადგან შეიძლება ასეთ პროდუქტებს ენერგეტიკული ღირებულება მაღალი არ ჰქონდეს, მაგრამ შაქარს დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავდეს. გარდა ამისა, ჩვენ
ვფიქრობთ, რომ საკვები, რომელიც ,,არ ასუქებს“, შეგვიძლია შეუზღუდავი რაოდებომით მივიღოთ, არც ესაა მართებული და კიდევ უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის. ზომიერება ყველაფერში დასაცავია.



-ბოსტნეული, რომლითაც წავიხემსებთ. როცა მოგვშივდება, ბოსტნეულს ისე ვჭამთ, როგორც ჩიპსებს. აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა, რადგან ზოგიერთი სახეობა შეიცავს მარილებს, ამით კუჭს ძალიან ვტვირთავთ, რაც თავისთავად არაა სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ბოსტნეულისა და ხილის ძალიან დიდხანს თერმულად დამუშავებაც არაა კარგი, რადგან ასეთ დროს მასში შემავალი ბევრი ვიტამინი იკარგება.

-ავოკადო და სხვა ხილი. არსებობს გარკვეული ხილის სახეობა, რომელიც შეიცავს ბევრ ნახშირწყლებს: ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ავოკადო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაჯერებულია ცხიმებით, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არის საჭირო, აქვს მაღალი კალორიულობა და არ არის რეკომენდირებული გასახდომად. ხილი ფრუქტოზას შეიცავს, რა თქმა უნდა მისი მირთმევა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი. ხილის მირთმევის შემდეგ, უფრო ვგრძნობთ შიმშილს, რადგან ის სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს.



-ფორთოხლის წვენი. ერთი ჭიქა ნატურალური წვენის დასამზადებლად გამოიყენება 4 ცალი ფორთოხალი. ანუ ჩვენ გვაქვს კალორია 4 ფორთოხლისა 200 მლ. ჭიქაში. თუკი ერთ მთლიან ფორთოხალს ისე მივირთმევთ, უფრო დაგვაკმაყოფილებს და კალორიაც ბევრად ნაკლები ექნება. საქმე იმაშია, რომ ხილი ცოცხალი სახით შაქართან ერთად შეიცავს უჯრედისს, რომლის გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს ენერგიას და სისხლში შაქრის დონეც მკვეთრად არ იმატებს.

-ზეითუნის ზეთი. რადგან მას უმი სახით მივირთმევთ, მაინც ცხიმიანია და კილოგრამების მომატებას იწვევს. იგივე ეხემა მარგარინს, თუნდაც მცენარეული იყოს. ზეთის მიღება ყოველთვის სასურველია მცირე რაოდენობით. სალათებს ძალიან უხდება, თუმცა არა ყოველდღიურ რაციონში.

ბურღულეული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყიდება როგორც ჯანსაღი პროდუქტი, როგორც წესი მაღალი დონით ნახშირწყლებსა და ცხიმებს შეიცავენ. პაკეტებში დაფასოებული ფაფების მარცვლები გასუფთავებულია გარსისგან, შესაბამისად მოკლებულია უჯრედისს. გადამუშავების შემდეგ ბურღულეულს უმატებენ შაქარს, რძეს, საღებავებს, არომატიზატორებს. მათ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ, ამიტომ მალევე ჩნდება შიმშილის გრძნობა.

ამრიგად, საკვების სწორად შერჩევისას ძირითადად კალორიებს ნუ დავითვლით, რადგან არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.

ავტორი:გვანცა ახვერდაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა