თეგებით ძიება
21. 10. 2019 News-ები

გღალატობს თუ არა? ღალატის 8 ნიშანი- განგაშის სიგნალი

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ, ღალატზე ფიქრიც კი უაზრობაა. მაგრამ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორი შეიცვალა- ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინოთ.
ექსპერტების აზრით მოღალატე ადამიანებს რამდენიმე საერთო თვისება გააჩნიათ, რომლითაც შეგიძლიათ ღალატის ნიშნები ამოიცნოთ.
მოღალატე ცდილობს, რომ ცუდი თქვას იმ ადამიანზე ვისაც ხვდება. ეს იმიტომ, რომ ნაკლებ სავარაუდო იყოს მისი გამოაშკარავება.

1.ურთიერთობა ყოფილთან
ეს ღალატს იმ შემთხვევაში შეიძლება დავუკავშიროთ, თუ ერთმანეთთან ძალიან ხშირი კონტაქტი აქვთ და ეს ყველაფერი მალულად ხდება.
ასეთ შემთხვევაში უნდა თამამად
აღიაროთ, რომ ეჭვიანობთ და აგრძნობინოთ რით შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება.


2.თუ ის მეტისმეტად გვიან მოდის და იცით, რომ სამსახურიდან რა ხანია უნდა წამოსულიყო.
ეს ყოველივე მაშინაა საეჭვო, როდესაც ინტენსიურ ხასიათს იღებს და იმ გრაფიკს არ ერგება, რასაც თქვენი მეუღლე ან შეყვარებული მიჰყვება.

3.თუ სხვების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს
თუ თქვენ ერთად დადიხართ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში და ის სხვაგან ხშირად არ იყურება, ეს კარგია.
თუმცა, თუ მისი მზერა მუდმივად სხვისკენაა მიმართული და მაგიდაზე თითებს მოუსვენრად აკაკუნებს, შესაძლოა ესეც ღალატის ნიშანი იყოს.

4.სოციალური ქსელი
თუ ხშირად ეკონტაქტება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადამიანს და მასთან ფლირტაობს. ასევე თუ იწონებს მის ყოველ პოსტს და როცა რამეს იტყვით მაშინვე მის დაცვაზე გადადის, ეს უკვე ეჭვიანობის საბაბს იძლევა.

5.ის გადის ოთახიდან მაშინ, როდესაც ურეკავენ და ცდილობს, რომ მისი საუბარი არ მოისმინოთ.
შესაძლოა ჩურჩულით ლაპარაკობდეს, ცდილობდეს მის ტელეფონთან წვდომა არ გქონდეთ.

6.საეჭვო ხარჯები
თუ თქვენი რჩეული იმაზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ეს სჩვეოდა, მალავს ბარათებს, ჩუმდება შემოსავლ-გასავალთან დაკავშირებულ თემაზე, ესეც ღალატის ნიშნად მიჩნიეს

7.ღალატის ისტორია
ადამიანები, რომელთაც ადრე უკვე უღალატიათ, სამჯერ უფრო ხშირად იმეორებენ ამას ახალ ურთიერთობებში.
თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ ასეთი პრობლემის წინაშე დგახართ მიჰყევით მას. რადგან ეჭვებში ცხოვრებაზე უარესად ადამიანს შეიძლება არაფერი სტანჯავდეს.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა