თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

კალაძე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის.

როგორც კალაძემ თქვა, აბსტრაქტულია საუბარი, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.

„ზოგადად აბსტრაქტულია, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის. იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანების რიგებში ვარ, ვინც მხარს უჭერდა პროპორციული არჩევნების შემოღებას, შერეული სისტემაც არის დემოკრატიული. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა