თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად საფუძველი არ არსებობს

"ქართული ოცნების" ოფისში არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს კონსტიტუციური საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მედია დაინტერესდა, ჩატარდებოდა თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
"არავითარი კრიზისი არ არის და არც იქნება", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ამ მომენტისთვის, კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, არ არსებობს. შესაბამისად, ეს იურიდიული პროცესი ან იურიდიული ინიციატივა არ განიხილება. ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა თქვას მათი არგუმენტები, რით ასაბუთებენ ისინი რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ან რატომ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მათი ინიციატივა, რომელიც არ განიხილება ახლა, არის უფრო უკეთესი ქვეყნისთვის".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა