თეგებით ძიება
19. 11. 2019 News-ები

სახლები 3 ლარად - იტალიის ხელისუფლება მზადაა სახლი 3 ლარად მოგყიდოთ

სამბუკა არის სიცილიური კომუნა, სადაც 6159 ადამიანი ცხოვრობს. კომუნის ფართობი 95 კვადრატული კილომეტრია. ეს ადგილი ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. ერთ ევროიანი სახლების იდეამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამჟამად 60 სახლია გაყიდული და იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები შესახლდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ემიგრაციის შემდეგ კომუნაში ბევრი სახლი პატრონის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტმა კი გადაწყვიტა სახლები სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ გაეყიდათ. სახლები ჯერ მუნიციპალიტეტმა ამოისყიდა, შემდეგ კი მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სახლი, თუმცა ამისთვის უნდა დაიცვათ შემდეგი პირობები:

გადაიხადოთ 1 ევრო სახლის შესაძენად

გაუკეთოთ ქვის სახლს რეკონსტრუქცია

გადაიხადოთ საგარანტიო თანხა 5 000 ევრო, რომელიც გარანტიის დასრულების შემდგომ უკან დაგიბრუნდებათ

გადაიხადოთ სანოტარო მომსახურების ხარჯები

სახლის მდგომარეობის მიხედვით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგეხმარებათ რემონტის ხარჯების დაფარვაში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი სახლის რემონტისთვის მუნიციპალიტეტი 60%-ს აფინანსებს.

სამბუკა არაა ერთადერთი კომუნა, სადაც 1 ევროდ შეძლებთ სახლის შეძენას. იტალიაში მრავალი სოფელია, სადაც მოსახლებოის გადინების გამო, კომუნის გაქრობის საფრთხე არსებობს. სხვადასხვა ადგილას წესები განსხვავებულია, თუმცა ძირითადად ჯამური ხარჯი სტატიაში მოცემულ გადასახადებს არ სცდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 ევროს ღირებულებაა 3.2697 ლარი.












წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა