თეგებით ძიება
28. 11. 2019 News-ები

ერაყში ირანის საკონსულო დაწვეს

ერაყში ანტი-სამთავრობო აქციების დროს ირანის საკონსულო დაწვეს. დემონსტრანტები ერაყელი კანონმდებლებისა და ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგნი არიან ქვეყანაში. ინფორმაციას ავრცელებს FOXNEWS-ი ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტი მოხდა ქალაქ ნაჯაფში, როდესაც დიპლომატიური უწყების შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ირანული დროშის ნაცვლად ერაყის სახელმწიფო დროშა განათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსულოს თნამშრომლები უკანა კარიდან გაიქცნენ.

დაპირისპირების განმავლობაში პოლიციასთან შეტაკების შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, ხოლო 35 მძიმედ დაშავდა. სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს, რათა მათი შესვლა შენობაში შეეჩერებინათ.

350 ადამიანი გარდაიცვალა და ათასობით დაიჭრა ბოლო 2 თვის განმავლობაში ერაყში მიმდინარე შეტაკებების შედეგად სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა