თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

შოტლანდიაში სანაპიროზე გამორიყულ მკვდარ ვეშაპს კუჭში 100 კგ ნაგავი ჰქონდა

შოტლანდიაში სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი გამოირიყა, რომლის კუჭშიც 100 კილოგრამამდე ნარჩენი იპოვეს. მათ შორის იყო თევზაობისთვის განკუთვნილი ბადეები, თოკები და პლასტმასის ნარჩენები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ვეშაპის სიკვდილის მთავარი მიზეზი მის კუჭში აღმოჩენილი ნარჩენები.

ბოლო ანგარიშების თანახმად, შოტლანდიაში დელფინებისა და ვეშაპების სიკვდილის შემთხვევები გაიზარდა. 2009 წელს 204 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018-ში 930.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა