თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

მცხეთაში ხუნდაძის ბიუროსთან 6 ადამიანი დააკავეს

მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან ფიზიკური დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ადამიანი დააკავა, მათ შორის ოთხი მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტია. დაკავებულ აქტივისტებს შორის არის სავარაუდოდ შალვა ნათელშვილის შვილი ბექა ნათელაშვილიც. ორი დაკავებული კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

ბიუროსთან აქციას მოძრაობა "გაბედე" მართავდა, რა დროსაც მოძრაობის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.



წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა