თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

"ქურდებთან ბრძოლის ნაცვლად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აკავებენ... შსს კერძო დაცვის სამსახურად აქციეთ" - ლევან გვაზავას მიმართვა

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძვნებელი, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა ხელისუფლებას მიმართავს.
გენერალი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შსს ქურდებთან ბრძოლის ნაცვლად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აკავებს.

"მე და ჩემი მეგობრები 90-იანი წლებიდან ვმუშაობთ შსს-ში, ძალიან ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავს. ბევრი მეგობარი დავკარგეთ, როგორც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლებში, ასევე დანაშაულებრივ სამყაროსთან შეტაკებებში. ბევრი მთავრობა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში. კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა დანაშულებრივი სამყაროს ,,რომანტიზმით" შეპყრობილი პირები ამაყობდნენ ნასამართლეობით, როცა "ქურდულ სამყაროსთან" დაახლოებული პირები და რეციდივისტები ,,კარგ ტიპებად\'\' ითვლებოდნენ, როცა ორგანიზებულ დანაშაულს შეღწეული ჰქონდა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და როცა სახელმწიფოს ,,კანონიერი ქურდები" მართავდნენ. დიდი წვალების, პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ოფლის ფასად, ჩვენ მეგობრებთან ერთად შევძელით ამ მდგომარეობის შეცვლა და ახლა გული გვწყდება როცა ვხედავთ და ვაკვირდებით, თითქოს პოლიციას ფუნქცია შეუცვალეს, რაღაცა დამართეს, კრიმინალებთან და ქურდებთან ბრძოლის მაგივრად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეეს აკავებენ, ხალხი რეციდივისტებად აქციეს რაღაც სასაცილო, დამამცირებელი ბრალდებებით, როცა კანონიერი ქურდი ბოლოს როდის დააკავეს აღარც გვახსოვს, ასე რომ ძალიან გული გვწყდება და მივმართავ მთავრობას, ნუ ლახავთ პოლიციის რეპუტაციას, ნუ გადააქციეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო კერძო დაცვის სამსახურად, მოგიწოდებთ გონს მოხვიდეთ"- აცხადებს ლევან გვაზავა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა