თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"მიმვმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს" - ანა კობახიძე

ახალ საარჩევნო სისტემას, რომელიც გერმანული მოდელის მიხედვით შეიქმნა და რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებენ „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აფასებს. ანა კობახიძეს მიაჩნია, რომ OSCE/ODIHR - ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს. როგორც კობახიძე აცხადებს, არაძალადობრივი, მშვიდობიანი პროტესტის გარდა, ისინი ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„საარჩევნო მოდელი რომელიც გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ქართულ რეალობაზეა მორგებული სრულად შეესაბამაება საქართვალოს კონსტიტუციას, ამაზე არა მარტო ოპოზიცია არამედ ყველა გავლენიანი არასემთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი თანხმდება. ამის მიუხედავად საპარალემტო უმრავლესობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო. იმისთვის რომ ყველა კითხვისნიშანი მოგვეხსნა, საქარველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდება და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეუბით OSCE/ODIHR -ში გადაიგზავნება, რომლის დასკვნა ვფიქრობ აიძულებულს მმართველ პარტიას განახორციელოს ცვლილებები.

აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომ გარდა არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტისა, ასევე მიმვმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ორი საარჩევნო სისტემა. ბარიკადს მიღმა საქართველოში ახლა შერეული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს არაფორმალური მართველი, ხოლო ბერიკადების მეორე მხარეს ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, პროპორციული სისტემის საშუალებით, ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება“ - აცხადებს ანა კობახიძე.

დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დაარეგისტრირებენ ხელს 30-მდე წარმომადგენელი აწერს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა