თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

ინდოეთში ძალადობაში ეჭვმიტანილებმა მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდეს

ინდოეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 23 წლის ქალს, რომელიც სასამართლოში საქმის მოსმენაზე მიდიოდა ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში მოხდა. ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის 90%-ის მძიმე დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. 2 მათგანს დაზარალებული ძალადობაში ადანაშაულებდა.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ყოველდღე სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა