თეგებით ძიება
11. 12. 2019 News-ები

ედპ “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე თავდასხმას ეხმაურება: ოლიგარქი ყველა ამგვარ ქმედებაზე უმწვავეს პასუხს მიიღებს ქართული საზოგადოებისგან

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიამ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტებსა და “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე განხორიცელებულ თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
"ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც უკვე სრულად დაკარგული აქვს ხალხის მხარდაჭერა, გადასულია ძალადობრივ-კრიმინალურ ქმედებებზე.

ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მმართველობის ბოლო ფაზაშია, ანტიდემოკრატიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ებრძვის საკუთარ მოსახლეობას, ატყუებს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს; იჭერს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მომიტინგეებს. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციური პარტიის ოფისებზე თავდასხმის ფაქტებსა და სახელმწიფოსთვის სახიფათო კონტრაქციების ორგანიზებას.

ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად კარგავს ლეგიტიმაციას, მასთან დაახლოებული დაჯგუფებების მეშვეობით, მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს და ამის გამოხატულება გახლდათ დღეს, ევროპული საქართველოს ლიდერებზე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე განხორციელებული თავდასხმა, ღიად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გვიან ღამით კი ჩვენ ვნახეთ, რუსთაველზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტიც.

ივანიშვილის "ქართული ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რეჟიმი, რომელიც სულ უფრო სახიფათო ხდება ქართული დემოკრატიისთვის. ოლიგარქის მიერ განხორციელებული ყველა ამგვარი ქმედება კიდევ უფრო აჩქარებს „ოცნების“ სამარცხვინო მმართველობის დასასრულს. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს უმწვავეს პასუხს ქართული საზოგადოებისგან," 0 ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა