თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

გაუგონარი ბავშვი

ჩემი ბიჭუნა 8 წლის გახდა. ერთი და იგივე რამდენიმეჯერ უნდა გავუმეორო, რომ ყურადღება მომაქციოს. ხშირად ჩემს მიმართვაზე არც კი რეაგირებს. არ მინდა, მკაცრად დავსაჯო. როგორ მოვიქცე?

ამ პრობლემას მშობელთა უმრავლესობა ეჯახება. მთავარია, გავიგოთ, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ უნდა გამოვასწოროთ საქმე. გამოთქვით აზრი მოკლედ და კონკრეტულად. შესაძლოა, ბავშვს იმიტომ არ ესმის თქვენი, რომ თქვენი საუბარი მონოლოგს უფრო ჰგავს.


ყველაზე მარტივი საშუალებაა, იმოქმედოთ პრინციპით: “არ გაიგონე? - ვერ მიიღებ!” მაგალითად, ბიჭუნას მაღაზიაში პროდუქტებისთვის წასვლა სთხოვეთ, მან კი არ გაგიგონათ? დილით კითხვაზე:
“სად არის საუზმე?” - უპასუხეთ: “შენი საუზმე მაღაზიაში დარჩა!”

მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თხოვნა. მოკლე “ადექი დივნიდან!” ბავშვს დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო ირიბი “ხომ არ ადგები?” - საშუალებას აძლევს გაიაზროს, შეუძლია თუ არა ამის გაკეთება. მიეცით მაგალითი. ზოგჯერბავშვის გაუგონრობის მიზეზია ჩვენი, მშობლების, უუნარობა, მოვუსმინოთ სხვას. ისწავლეთ ბავშვის მოსმენა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით საყვედურებზე. ურთიერთგაგება. ზოგჯერ ბავშვი ისეა გატაცებული თავისი საქმიანობით, რომ უბრალოდ არ ესმის ჩვენი. არჩევითი სმენა ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ, უფროსებიც ვრთავთ მას, როცა რამე საინტერესოს ვკითხულობთ ან ვუსმენთ, ანდა რამეზე ვფიქრობთ. თუ გსურთ, თქვენმა სიტყვებმა ტყუილ-უბრალოდ არ გაიჟღეროს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

1) ნუ დაიწყებთ საუბარს, თუ ბავშვთან ურთიერთობას არ აპირებთ და მხოლოდ უსიამოვნო განწყობილების განმუხტვა გსურთ. ნურც საყვედურითა და შენიშვნით დაიწყებთ - ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავში იკეტება.
2) მიეცით მაგალითი - აჩვენეთ, რა ყურადღებით უსმენთ მის თითოეულ სიტყვას.
3) ესაუბრეთ პატივისცემით. ბავშვები საკუთარ თავში იკეტებიან, როცა მათ უხეშად მიმართავენ.
4) დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის თქვენი. სთხოვეთ, გაიმეოროს თქვენი თხოვნა, შეამოწმეთ, ყველაფერი სწორად გაიგო თუ არა.
5) განამტკიცეთ თხოვნა მოქმედებით, მაგალითად, ჩაჰკიდეთ ბავშვს ხელი და გაიყვანეთ ოთახში, სადაც თავისი ნივთები უნდა აალაგოს.
6) მშობლები ხშირად თვითონ ვუწევთ პროვოცირებას ბავშვების ჩაკეტვას, როცა განუწყვეტლივ რამეზე მივუთითებთ, ვუბიძგებთ და ვაიძულებთ. ამგვარ ვითარებაში ადამიანი შეიძლება შევადაროთ კომპიუტერს: თუ მას ერთდროულად მისცემთ იმდენ ბრძანებას, რამდენის შესრულებაც მის შესაძლებლობებს აღემატება, ის, რა თქმა უნდა, გაითიშება.
7) დაყავით დავალება პატარ-პატარა ნაწილებად, ყოველი ნაწილისთვის მიეცით სათანადო ინსტრუქცია და მის შესასრულებლად საჭირო დრო, მერე კი მომდევნოზე გადადით.
8) სერიოზული საუბრისთვის შეარჩიეთ შესაფერისი დრო და ადგილი. ნაცვლად იმისა, რომ შეარცხვინოთ ან დასაჯოთ, მიეცით შეცდომის გამოსწორების საშუალება, მაგალითად, შესთავაზეთ, თვითონვე მოწმინდოს თავისი ჭუჭყიანი ნაფეხურები.
9) ნურასოდეს დაემუქრებით და ნურაფერს დაჰპირდებით ყასიდად. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირობას აუცილებლად შეასრულებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა