თეგებით ძიება
20. 01. 2020 News-ები

"გუშინ იტალიაში სადეპორტოში ვახო ჯოხაძე პოლიციელებმა ცემით მოკლეს" - რა ვერსიები რცელდება იტალიაში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით

იტალიაში გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭი პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქ" მომხმარებელი ანა ბუიგლიშვილი ავრცელებს.იგი წერს, რომ ბიჭმა მეგობართან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ ნაცემი იყო.
"გამარჯობა, გუშინ იტალიაში სადეპორტოში ვახო ჯოხაძე პოლიციელებმა ცემით მოკლეს მან მოასწრო დაერეკა მისი მეგობრისთვის და ეთქვა რომ ძალიან ნაცემი იყო 10 კარაბინიელი მუცელში ურტყამდა შემდეგ გვინ ცუდად გამხდარა და სასწრაფოთი გადაუყვანიათ თუმცა ის გარდაიცვალა" - წერს ანა ბუიგლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, იტალიაში ქართველი ბიჭის დაღუპვასთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა