თეგებით ძიება
23. 01. 2020 News-ები

"ირანის ალ-ქუდსის ახალი მეთაური ყასემ სოლეიმანის ბედს გაიმეორებს" - ბრაიან ჰუკი

გენერალი ისმაილ ღაანი, რომელიც ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ხელმძღვანელად ამერიკელთა მიერ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაინიშნა, აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს მისი წინამორმბედის მიერ არჩეულ კურსს.

ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროს განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში, ბრაიან ჰუკი, რომელმაც ღაანი გააფრთხილა, რომ სოლეიმანის ბედის გაეიმეორებს.

„თუ ღაანი იმავე გზას აირჩევს და გააგრძელებს ამერიკელების ხოცვას, იგი ალ-ქუდსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ბედს გაიზიარებს“ - განაცხადა ჰუკმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მომავალში ნებისმიერ ამერიკელზე ან ამერიკულ საგარეო ინტერესზე თავდასხმას აუცილებლად გაეცემა მკაცრი, გადამწყვეტი პასუხი-ისეთი როგორიც იყო 2 იანვარს, როდესაც სოლეიმანი ამერიკულმა საჰაერო ძალებმა დაბომბვისას მოკლეს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა