თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ივანიშვილი პლაგიატია? - ოლიგარქს შესაძლოა სამეცნიერო ხარისხი ჩამოართვან

თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.
ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღეს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

სალომე ხვადაგიანი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც მოსკოვში 1987 წელსაა დაცული, გასული წლის ნოემბერში მოიპოვა. ხვადაგიანის თქმით, ორგანიზაციამ ეს დისერტაცია დარგის ექსპერტთა ჯგუფს გააცნო, რომელთა საერთო დასკვნა შემდეგნაირია, რომ დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს.

"დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგენბთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების,"- აცხადებს ხვადაგიანი.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებით, მათ აქვთ ასევე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს.

"არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით. ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,"- განაცხადა სალომე ხვადაგიანმა.

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ჩაიბარა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა