თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ნიორი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია

კვლევებით ნაჩვენებია, რომ ნიორი თავისი თვისებებით არ ჩამოუვარდება, მეტიც, ზოგიერთი მოქმედებით აღემატება კიდეც ყველასათვის კარგად ცნობილ პრეპარატ ტეტრაციკლინს. ნიორს, გარდა იმისა, რომ აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ფლობს ფართოდ გამოხატულ ანტისეპტიკურ, შარდმდენ და ოფლმდენ თვისებებს. ამის გამო ნიორი ეფექტურად წმენდს ორგანიზმს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ნიორი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებებისადმი, ამიტომაც, მისი რეგულარულად მიღება ჯერ კიდევ გრიპისა და სხვა დაავადებათა ეპიდემიის დადგომამდე უნდა დაიწყოთ. თუ ნივრის 2-3 კბილს დაღეჭავთ,
პირის ღრუში არსებულ ყველა ბაქტერიას გაანადგურებთ და არ მისცემთ ორგანიზმში გავრცელების საშუალებას.
იმუნიტეტის ასამაღლებლად გირჩევთ წვრილად დაჭრათ 4-5 კბილი ნიორი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა ღვინო ან ძმარი, გააჩეროთ 3 საათი. დალიოთ ერთი ჩაის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

author:თინათინ გოცაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა