თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ზედმეტად სტერილური გარემო ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს ზრდის

სახლში სარეცხის გაშრობა ასთმური შეტევის განვითარების მომატებული რისკის გამო საშიშია. სველი სარეცხისგან წამოსული ნესტი იდეალურ პიროებებს ქმნის სოკოს ზრდისა და განვითარებისთვის. სოკო კი გამოყოფს სპორებს, რომელიც ალერგიული რეაქციისა და ასთმის შეტევის განვითარების პროვოცირებას იწვევს.

ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ამიტომ სჯობს სარეცხის რეცხვა და შრობა მოხდეს საცხოვრებელი ოთახებიდან იზოლირებულად ან გარეთ. საშრობი მანქანები, სახლის რეგულარულად განიავების ჩვევა სოკოს გამრავლებას უშლის ხელს. ცნობილია, რომ სოკო Aspergillus fumigatus ხშირად იწვევს ფილტვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ის მთელი წლის
განმავლობაში იზრდება, განსაკთრებით კარგად გრძნობს თავს ნესტიან გარემოში.

გასაკვირია, მაგრამ ზედმეტად სტერილური გარემოც ზრდის ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს, რადგანაც ისინი სასარგებლო მიკრობებთან კონტაქტს არიან მოკლებულები.

ცნობილია, რომ ბაქტერიებთან კონტაქტი აწრთობს ადამიანის იმუნიტეტს. ამიტომაც გადაჭარბებულ სტერილურობას უკვე უკავშირებენ აუტოიმუნურ დაავადებებსა და ასთმას.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა