თეგებით ძიება
31. 01. 2020 News-ები

ხაბეიშვილის ცემისთვის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინა

ამასთან, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს ბრალი წაუყენეს.

საკრებულოს წევრებს ბრალი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს.

ამასთან, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში.- აცხადებენ პროკურატურაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა