თეგებით ძიება
03. 02. 2020 News-ები

რა ქიმიური რეაქცია ხდება თვალში ეკრანიდან წამოსული სინათლის მოხვედრისას

კომპიუტერებისა და სმარტფონების გამოყენება ჩვეული და ყოფითია თანამედროვე ადამიანებისთვის. თუმცა ეს ძალიან საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქმე ისაა, რომ მონიტორებიდან, სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან წამოსული ლურჯი სინათლე უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.

აღნიშნული სფეროს კვლევას ამერიკელი მეცნიერები აწარმოებენ. მათ გამოარკვიეს, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის მხედველობა.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სწორედ მონიტორის ლურჯმა სინათლემ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ადამიანის თვალზე, კერძოდ კი, ბადურა გარსზე. თვალის კაკალზე გამოსხივების დაცემისას ხდება ქიმიური რეაქცია. რაც უფრო დიდ დროს ატარებს მომხმარებელი ლურჯი სინათლის ეკრანთან,
იქნება ეს აპლიკაცია, ფილმი თუ ნებისმიერი სხვა კადრი, მით მეტად ქვეითდება მხედველობა.

ექიმების თქმით, თუ ადამიანს მხედველობის პრობლემა უკვე აქვს, ლურჯი სინათლე უფრო გააღრმავებს სიტუაციას და შეიძლება ადამიანმა მხედველობაც კი დაკარგოს.

ლურჯი ეკრანების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად უარი უნდა ვთქვათ ტელეფონების, კომპიუტერებისა და ტელევიზორების გამოყენებისგან დაძინებამდეორი საათით ადრე. ამით თვალის ბადურა გარსი მძიმე სტრესისგან დაისვენებს.



author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა