თეგებით ძიება
04. 02. 2020 News-ები

"ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა" - გუგული მაღრაძე ბავშვების შიმშილობაზე

რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით - კითხვას "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე არ პასუხობს.
მაღრაძეს ჟურნალისტებმა Unicef-ის კვლევის შედეგებსა და მისი თანაგუნდელის, რევაზ არველაძის განცხადების კომენტირება არ ისურვა: "ასე გზადაგზა და ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა.

"უნდა მოამზადოთ გადაცემა, უნდა მოხვიდეთ მომზადებულები, თქვენმც უნდა მოემზადოთ ჟურნალისტები და გავაკეთოთ სერიოზული გადაცემა, ერიოზულად უნდა მივეჩვიოთ საკითხების განხილვას" - მიმართა მაღრაძემ მედიას.

ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა