თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

"ჭიქაში შარდი არ ყოფილა..." - ივანიშვილის დაცვის წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში უდანაშაულკოდ სცნო პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, პირი რომელსაც სახეზე მისი და ივანიშვილის გინებისთვის საკუთარი შარდის წასმა აიძულა, გამოყენებული პირია, ჭიქაში კი მისი მტკიცებით, შარდი იყო.

მარნეულის ყოფილი მერი ამბობს, რომ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, არც მისი ადგილზე ყოფნა დამტკიცდა და ჭიქიდან არც მისი ანაბეჭდები ამოვიდა.

"არც ის რომ ამბობს, დავარტყი. რამდენიმე მოწმესთან, თავის მეზობელთან უსაუბრია, რომ გიჟი კი არ ვიყავი, შარდი რატომ უნდა წამესვაო. ვინ როგორ დამაძალებდა მოშარდვას? ეს როგორ უნდა მომხდარიყოო. რა თქმა უნდა, მე რომ წავედი, იქ ლუდის რამდენიმე ჭიქა იყო და ერთ-ერთი ავიღე და მოვედი, როგორც ამბობს, მე მოვაშარდინე - სინამდვილეში ეს ლუდი იყო",- ამბობს აბაზოვი.

ჭიქაში შარდის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით, ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძება "მიდიოდა ისე, როგორც უნდა წასულიყო" და ამტკიცებს, რომ მისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში არავინ ჩარეულა და "არც იყო საჭირო."

შეგახსენბთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". აბაზოვი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 10 დეკემბერს მას პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა