თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს - კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილებ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
კარასინი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი ამ მიმართულებით პრობლემების არსებობის შესახებ ხელოვნურია.
"რუსული დელეგაცია სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა," - აცხადებს იგი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა