თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

მკვლელობა და დაჭრა გუდაურში - დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია

გუდაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია.
26 წლის დავით სეთურიძე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება მოკლულს, თამაზ გორთამაშვილს, მისი ცხედარი გუდაურიდან თბილისში უკვე გადმოასვენეს.

ზამთრის კურორტზე მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა