თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

20 თებერვალს თბილისში, ოლიმპიური სოფლის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 20 თებერვლის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ თბილისში კერძოდ, ოლიმპიური დასახლების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 თებერვლის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა