"ჩემი რძალი და შვილიშვილები იზოლაციაში არიან, ყოველდღე კართან ვუტოვებ საკვებს და გამომაქვს ნარჩენები"- როგორია გამყრელიძის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორის ამირან გამყრელიძის რძლისა და შვილიშვილების მდგომარეობა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
"ჩემი ოჯახის წევრები, რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში. ყოველდღე მათთან მივდივარ, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როცა მე გავდივარ იქიდან, ისინი აღებენ კარებს, შეაქვთ სახლში და, როგორც წესი და რიგია, გამომაქვს ნარჩენები", - განუცხადა გამყრელიძემ "იმედს".
წყარო:newposts.ge