თეგებით ძიება
13. 03. 2020 News-ები

Freedom House: "ოლიგარქიული გავლენა ქვეყანაში - სამართლის უზენაესობას პოლიტიზირებამ ძირი გამოუთხარა"

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოში 2019 წლის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ ოლიგარქიული გავლენა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას და რომ სამართლის უზენაესობას პოლიტიზირებამ ძირი გამოუთხარა.

"საქართველოს აქვს რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად განვითარების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში უკუსვლა გამოიხატა. ოლიგარქიული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე მოქმედებს და სამართლის უზენაესობას ძირი გამოუთხარა პოლიტიზირებამ. არათანმიმდევრულად იცავენ სამოქალაქო თავისუფლებას,"- წერია ანგარიშში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა