თეგებით ძიება
19. 03. 2020 News-ები

ინფექციური: კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი 80 წელზე მეტისაა... სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია

ინფექციური საავადმყოფოში მყოფი 31 პაციენტიდან სამის პრობლემურია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მედიასთან რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი 80 წელზე მეტისაა. ეზუგბაიას განმარტებით, მას თანხმლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს.

"ასეთ შემთხვვევაში ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი ხოლმე შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია"- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ერთ-ერთ პაციენტთან პირდაპირი კონტაქტია.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ჰიპერტონიული დაავადება აქვს. მესამე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული ჰქონდა.

„31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, ისინიც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, რადგან ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი. პროგნოზულად, ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია: "არის პნევმონიები, საშუალო სიმძიმის და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეიმჩნევა, ველოდებით, მათთან ალბათ უნდა დადგეს გამოჯანმრთელება. თუმცა, დაავადების მიმდინარეობის ყველა პერიოდში მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, “ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა