თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ტესტები ოთხ ეტაპად შემოვა და დიდი ჯგუფების დასატესტად ტესტების საკმარისი რაოდენობა იქნება.

"ოთხშაბათიდან შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობით მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ტესტები 27 მარტსაც შემოვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა