თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ წესრიგის დაცვას.

ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორე ხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა