თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

ლისის ტბაზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდა

კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, გუშინ ლისის ტბაზე ხალხმრავლობა აღინიშნებოდა. ლისის ტბის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მოუწოდა საზოგადოებას, რომ გამოიჩინონ მოქალაქებორვი პასუხიმსგებლობა და თავი შეიკავონ ლისის ტბაზე სტუმრობისგან.
\'\'ადმინტრაციის ოფიცილაური განცხადებით, ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.\'\'- განაცხადა ადმინსიტრაციამ საკუთარ სოციალურ გვერდზე.



დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო და დაცვის ეკიპაჟის დახმარებით შეიზღუდა, როგორც მოქალაქეების ხალხმრავლობა, ასევე ავტომანქანების გაჩერება. აღნიშნულთან დაკავშირებით ლისის ტბის ადმინისტაციამ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს რჩევის გათვალისწინებისათვის.



\'\'ლისის ტბის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით, რომ იჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებობას და ჩვენი რჩევის გათვალისწინებით თავს იკავებთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან. ხალხის ნაკადი ამ ეტაპზე საგრძნობლად შემცირებულია.\'\'



შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე ლისის ტბაზე არცერთი პარკინგი და სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა