თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

ორმხრივი პნევმონია და სეფსისი - კორონავირუსის დისგნოზით ინფექციურში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ასაკოვანი ქალის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მათ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ასაკოვანი ქალბატონის შემთხვევაში ფიქსირდება.

მედიკოსის თქმით, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, აღნიშნულ პაციენტთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება.

„ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებაშიც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თან არსებული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა