თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

"პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა" - პუტინის გადაწყვეტილებით 22 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

რუსეთში კორონავირუსის საფრთხის გამო 22 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ადამიანების ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია და კორონა ვირუსისაგან თავდაცვაზე უნდა ვიზრუნოთ.

„ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხმის მიცემა უნდა გადავადდეს. შევაფასებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონებშიც, ზოგადად, ქვეყანაშიც და მხოლოდ პროფესიონალურ მოსაზრებაზე, ექიმების, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას ხმის მიცემის ახალ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა