თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

ირანელი ბავშვი, რომელსაც მშობლებმა კორონავირუსის პრევენციისთვის ალკოჰოლი დაალევინეს, კომაში იმყოფება

ირანში ახალშობილი, რომელსაც მშობლებმა კორონავირუსისგან დაინფიცირების პრევენციის მიზნით, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს, კომაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. აღნიშნული ინციდენტი თეირანში მოხდა- ოჯახის უფროსმა მამაკაცმა თავის შვილს სპირტიანი ნივთიერება მიაღბინა. როგორც ცნობილია ჩვილი რამდენიმე თვისაა და 1 წლისაც არაა.

ოჯახის წევრები ამ დრომდე აცხადებენ, რომ ალკოჰოლი კორონავირუსისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ძალზე მძიმე მდგომარეობაა მსგავსი ინციდენტების სიმრავლის გამო- ადამიანები კუსტარულად ამზადებენ სპირტიან სასმელებს, რის გამოც ძალზე ხშირია ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების შემთხვევებიც.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები მოუწოდებენ ირანელ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ მხოლოდ ოფიციალურად გაცემული ინსტრუქციები და ნუ იმოქმედებენ თვითნებურად თავიანთი ჯანმრთელობის საზიანოდ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის ალკოჰოლური ნივთიერების ჭარბი ზედოზირების ფონზე ინტოქსიკაციების შედეგად უკვე 12 ადამიანი გარდაიცვალა ირანში, 218 კი საავადმყოფოში უმწვავესი სიმპტომებით მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ირანიც ძალზე დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. ოფიციალური თეირანის მონაცემებით, ინფექციის შედეგად მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში 157 ადამიანი დაიღუპა , ხოლო დაინფიცირების 2389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 2234-ს შეადგენს. 2746 ადამიანი კი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა